სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ-ს მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრი გახდა

06 მაისი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრი გახდა (The Association of Medical schools in Europe AMSE)

AMSE -ში გაწევრიანებით სეუ შეუერთდა ევროპის მედიცინის სკოლების ერთიან სივრცეს, რაც მორიგი წინსვლაა მისი საერთაშორისო აღიარების პროცესში.

AMSE -ს ერთერთ მიზანს წარმოადგენს მის წევრ უნივერსიტეტებს შორის განათლების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა ერთობლივი კვლევების, პროექტების და გამოცდილების გაზიარების გზით.

AMSE -ს წევრობა სეუს მედიცინის სკოლას საშუალებას მისცემს მიიღოს და გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება მედიცინის პროგრამების მართვის კუთხით და დანერგოს საუკეთესო მაგალითები სწავლების პროცესში.

Message body empty