არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტრეინინგ ცენტრი გთავაზობთ ფინანსურ მონაცემთა ანალიზის კურსს ექსელში!

07 მაისი, 2020

სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები ისწავლიან მონაცემთა ბაზების შექმნას და განახლებას, სხვადასხვა ბაზებიდან ინტერაქტიული ცხრილების აწყობას, სტატისტიკურ-ანალიტიკური ცხრილების შედგენას, ფინანსური ფუნქციების ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ამორტიზაციის ცხრილის აწყობას და ანალიზს.

სასწავლო კურსი განკუთვნილია ფინანსური მენეჯერებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, გაყიდვების, საბანკო სფეროში მომუშავე და ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ან/და გაიუმჯობესოს ექსელის ცოდნა ფინანსურ მონაცემთა დამუშავების და ანალიზის მიმართულებით.

კურსის გასავლელად მსმენელებს აუცილებელია ქონდეთ ექსელის საბაზისო შესაძლებლობების ცოდნა.

კურსის განმავლობაში თითოეული თემის დამუშავება ხდება პრაქტიული მაგალითების საფუძველზე. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად შეასრულონ ოპერაციები.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ თავიდან აიცილონ ფინანსური ანალიზის დროს დაშვებული შეცდომები და უმოკლეს დროში განახორციელონ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები:

  • რთულ ფორმულებთან მუშაობა;
  • დიდი მონაცემთა ბაზების მეშვეობით ფინანსური ანგარიშგების გათვლა;
  • სტატისტიკურ-ანალიტიკური ცხრილების შედგენა;
  • ვრცელი ცხრილების მარტივ რეპორტებად გარდაქმნა;
  • გეორგრაფიული არეალის ანალიზი;
  • სხვადასხვა ბაზებიდან ინტერაქტიული ცხრილების აწყობა;
  • ფინანსური მონაცემების ანალიზი;

სასწავლო პროგრამა:

  • მათემატიკური და სტატისტიკური ფორმულები (Sumif; Sumifs; Countif; Countifs;Averageif; Averageifs) დიდ მონაცემთა ბაზიდან სხვადასხვა მონაცემების ანალიზისათვის.
  • უზარმაზარ მონაცემთა ნაკრების მკაფიო შემაჯამებელ ბაზები Name Manager - ის მეშვეობით.
  • Pivot Table – ინტერაქტიული ცხრილები, ინტერაქტიული გრაფიკები, მონაცემთა განახლება ახალი pivot ცხრილის პარამეტრების მეშვეობით.
  • გეოგრაფიული არეალის ანალიზი 3D რუქით.
  • Power Pivot – ის მეშვეობით წამის სიზუსტით გაკეთებული ანალიზი ყველაზე მომგებიანი პროდუქტების სხვადასხვა ბაზებიდან ინტერაქტიული ცხრილების აწყობა.
  • ლოგიკური ფორმულების მეშვეოობით პრემიალური სქემების დათვლა.
  • Solver მოგების მაქსიმიზაცია შეზღუდული რესურსების პირობებში.
  • სესხების სენსიტიურობის ანალიზი Data Table -ის მეშვეობით.
  • თარიღებთან დაკავშირებული ფორმულები .
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი Ganti Chart-Dynammic Task Bar მეშეობით.

კურსს გაუძღვება პრაქტიკოსი ტრენერი ნინო ოღაძე. 2011 წლიდან არის ACCA წევრი. 2011 წლიდან საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ასოცირებული წევრი. 2015 წლიდან Microsoft Office Excell 2010-ის სერთიფიცირებული წევრი.

  • მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
  • კურსის ღირებულება 390 ლარი. (გადახდა ხდება კურსის დაწყებამდე)
  • კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი.
  • ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ ორშაბათი, ოთხშაბათი 19:00 დან - 22:00 საათამდე 
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ტრეინინგ ცენტრის სერტიფიკატი!
  • კურსი დაიწყება 20 მაისს!


რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/vwJR3spbR2BtPVZ78 

სეუს სტურენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება!
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი პირის დარეგისტრირების შემთხვევაში მოქმედებს 10% -იანი ფასდაკლება!

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველო
  • ელ-ფოსტა: info@seu.edu.ge
  • ტელ: 032 2 90 00 00 555 29 63 28
  • საქართველოს ბანკი
  • GE82BG0000000304043700GEL