2020 წლის 16 მაისს, “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ” მართავს პირველ საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენციას - ,,თანამედროვე გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში COVID 19 კრიზისისა და გამოწვევის ფონზე" პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
კონფერენციაში მონაწილეობს 17 ინსტიტუცია მსოფლიოს 8 ქვეყნიდან. მათ შორისაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 8 ქვეყნის - ავსტრიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, ისრაელის, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს - 16 სხვადასხვა უნივერსიტეტი.
ეს უნივერსიტეტებია:
საქართველოდან კი შემდეგი უნივერსიტეტები:
ონლაინ კონფერენციის მიზანია, მსოფლიოში არსებულ რთულ პერიოდში, მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შეუქმნას შესაძლებლობა, რომ თავიანთი კვლევები გაუზიარონ ერთმანეთს და სამეცნიერო საზოგადოებას. ასევე საშუალებას აძლევს მონაწილეებს გაცვალონ თავიანთი იდეები, გამოცდილება და შესთავაზონ იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას.
კონფერენციის თემები ეხება ეკონომიკის, ბიზნესის და მენეჯმენტის სფეროებს.
ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.