სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ დისკუსია - "პროფესიული ეთიკის გავლენა ადვოკატის საქმიანობაზე"

11 ივნისი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, 11 ივნისს, 16:00 საათზე, ჩატარდება ონლაინ დისკუსია - "პროფესიული ეთიკის გავლენა ადვოკატის საქმიანობაზე".

დისკუსიას წარუძღვება ეთიკის კომისიის წევრი - ბესარიონ ბოხაშვილი.

დისკუსიის ფორმატში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • როგორ გავხდე ადვოკატი და გავუწიო ორგანიზება საქმიანობას?
  • რა უნდა ვიცოდეთ კლიენტთან ურთიერთობის დროს?
  • როგორ უნდა ვეურთიერთოთ კოლეგებს, სასამართლოსა და პროცესის სხვა მონაწილეებს?

ღონისძიება ტარდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დონორი ორგანიზაციის - USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით.

მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სერთიფიკატები

შეხვედრა გაიმართება ჩვენი ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე ლაივის საშუალებით, ასევე, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Zoom-ის აპლიკაციის საშუალებით მოცემულ ბმულზე: https://seu.zoom.us/j/93281504611

Message body empty