სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სემინარი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი

10 ივნისი, 2020

11 ივნისს, ევროპის დღეების ფარგლებში, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს უფროსკურსელებისა და მაგისტრანტებისთვის ჩატარდება სემინარი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

სემინარზე განხილული იქნება საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის დინამიკა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სარგებლიანობა.

15:00 -16:00 - „საქართველოს ევროპული გზა - ევროინტეგრაცია“
ბიძინა ჯავახიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირთან ასოცირების სამმართველოს უფროსი

 16:00 - 17:00 - "ნატო საქართველოს თანამშრომლობა - გამოწვევები და პერსპექტივები"
ვერა ხაჯალია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტისა და ნატო-ს სამმართველოს უფროსი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს  [email protected]

Message body empty