სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ანაზღაურებადი სტაჟირება კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურში.

10 სექტემბერი, 2020

სტაჟიორის პოზიციაზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9

ხანგრძლივობა: 3 თვე

სამუშაო საათები: არასრული  სამუშაო გრაფიკი

ვაკანტური  ადგილების რაოდენობა:  1

ანაზღაურება: 300 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
✔ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის პრაქტიკის ობიექტების მოძიება,  პრაქტიკის ორგანიზება / კოორდინირება.

✔  სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული სერვისების ხელშეწყობა;

✔ სტუდენტებთან, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფებთან სტუდენტური პროექტებისა და ნოვატორული ინიციატივების ხელშეწყობა და კოორდინირება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, E_ mail, internet )
  • გამართული მეტყველება

უნარ-ჩვევები

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • თავაზიანობა;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტიანი მართვა
  • ინფორმაციის შეგროვება
  • ნფორმაციის/მონაცემთა ანალიზი

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე / CV (ფოტოთი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 02/10/2020 

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც.

Message body empty