სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

14 სექტემბერი, 2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა.
იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ ბაკალავრის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულია მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს №534 დადგენილებით.

პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას:

  • მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;
  • სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
  • აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები
  • სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
  • ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
  • მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
  • სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).

განთავსებულია ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია და სხვა საჭირო ინფორმაცია. 

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2020 წლის 7 სექტემბრის 9:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge/ პორტალზე რეგისტრაციით.
სამინისტროს ვებგვერდზე https://www.mes.gov.ge/content.php?id=10984&lang=geo

#534- მთავრობის დადგენილება სოციალურ  გრანტებზე