სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების განრიგი

16 სექტემბერი, 2020

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

გამოცდა უცხო ენაში - 18, 19, 20 სექტემბერი  (ყველა მაგისტრანტობის კანდიდატისთვის, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი).

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომლებიც უცხო ენის გამოცდაში,  ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს არ დაიშვება სპეციალობის გამოცდაზე.

გამოცდები სპეციალობაში - 22 და 23 სექტემბერი  

მაგისტრანტობის კანდიდატი 17 სექტემბრის 17:00 საათამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს უცხო ენის გამოცდის სარეგისტრაციო ლინკს საათების და ლიმიტების მითითებით, სადაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია და აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და საგამოცდო დრო. ხოლო რაც შეეხება სპეციალობის გამოცდას, სარეგისტრაციო ლინკს მიიღებთ 21 სექტებრის 17:00 საათამდე.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურვილის აქვს უცხო ენის გამოცდასთან ერთად დაწეროს სპეციალობის გამოცდა, უცხო ენის გამოცდის დასრულების შემდეგ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, მას შესაძლებლობა ექნება დაწეროს გამოცდა სპეცილობაში.

მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს გამოცდაზე მის მიერ მითითებულ დღესა და საათზე.

უნივერსიტეტში გამოცხადების დროს, აუცილებელი პირობაა, მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცხადდეს არჩეული გრაფიკით განსაზღვრულ დროს, თან იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია) და ისე გამოცხადდეს აუდიტორიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვება.

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების   შედეგები გამოქვეყნდება  24 სექტემბერს 18:00 საათზე;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებს ის კანდიდატი, რომელიც გადალახავს უცხო ენასა და სპეციალობაში მისაღების გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს და გააფორმებს ხელშეკრულებას უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში.

Message body empty