სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობით ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

29 სექტემბერი, 2020

სტუდენტები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობით ჩაირიცხნენ სეუ-ში, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში 1 და 2 ოქტომბერს უნივერსიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს, რომელსაც სტუდენტი მიიღებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და ფოტო ¾ ზე CD დისკით, სტუდენტური ბარათის დასამზადებლად.

უნივერსიტეტში გამოცხადების დროს, აუცილებელი პირობაა სტუდენტი გამოცხადდეს მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მითითებულ დროს, თან იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია).

Message body empty