სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU EURAXESS პორტალზე დარეგისტრირდა

08 ოქტომბერი, 2020

EURAXESS-ის წარმომადგენლობა EURAXESS Georgia 2019 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უკვე დარეგისტრირებულია EURAXESS პორტალზე. შესაბამისად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე სამეცნიერო პროფილის/ანგარიშის შექმნისას
შესაძლებელია SSEU - ს მითითება.

EURAXESS პლატფორმა მასზე დარეგისტრირებულ მკვლევარებს სთავაზობს პირდაპირ წვდომას ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და კვლევით გრანტებზე.

თანდართულ დოკუმენტში მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ დარეგისტრირდეთ EURAXESS-ის ვებ-გვერდზე.

გისურვებთ წარმატებებს.

Message body empty