14 ოქტომბერს, SEU-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს - ICDC –ის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმი გაფორმდა პროექტის „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ფარგლებში.
მემორანდუმს ხელი მოაწერა ანა ფირცხალაშვილმა - SEU-ს ვიცე რექტორმა სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით
პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის” - ICDC მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI)მხარდაჭერით და დაფინანსებით. პროექტის მიზანს ახალგაზრდების სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა სტაჟირების გზით, ასევე სხვადასხვა სექტორების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) განვითარების განვითარება.
შერჩეული სტუდენტები და კურსდამთავრებულები 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ქვეყნის წამყვან ბიზნეს კომპანიებსა და საწარმოებში, საქართველოს 5 რეგიონში: თბილისი, შიდა ქართლი, აჭარა, იმერეთი და სამეგრელო.
დეტალური ინფორმაცია პროექტის თაობაზე განთავსებულია ICDC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.icdc.ge