სასწავლო პროცესისა და გამოცდების მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრეინინგების ციკლი - "სასწავლო პროცესის მონიტორინგი".
ტრეინინგს ხელმძღვანელობდნენ ხარისხის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნონა ზუმბაძე, სასწავლო პროცესისა და გამოცდების მართვის დეპარტამენტის უფროსი ლია ლევერაშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი სანდრო გიუნაშვილი.
შეხვედრაზე დაიგეგმა მსგავსი ტიპის სასწავლო ტრეინინგების რეგულარული ჩატარება.