სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, ეროვნული მნიშვნელობის პროექტს მოაწერა ხელი

02 ნოემბერი, 2020

29 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, კავკასიის უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ მემორანდუმის ფარგლებში მოხდა, მოიცავს კონსერვატორიაში არსებული უნიკალური აუდიო და ვიდეოარქივის მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, დამუშავებას და გამოცემას.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომელიც ემსახურება მომავალი თაობისთვის უნიკალური არქივის შემონახვას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

Message body empty