5 ნოემბერს აბიტურიენტებისთვის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი - იპოვე შენი პროფესია.
ონლაინ ტრენინგს წარუძღვა SEU-ს ფსიქოლოგიის პროგრამის მოწვეული ლექტორი, ფსიქოლოგი და გეშტალტთერაპევტი - მაგდა ფერაძე
ტრენინგის ფარგლებში, აბიტურიენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს სამომავლო პროფესიები.