9 ნოემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურსა და სეუ-ს დიპლომატთა კლუბს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის წევრები, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი, ონლაინ რეჟიმში კლუბის საქმიანობის გაგრძელება და ახალი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაა. კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახური მხარს უჭერს კლუბის საქმიანობას და ხელს უწყობს მათ აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში.