სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გახდი SEU-ს დიპლომატთა კლუბის წევრი

10 ნოემბერი, 2020

თუ ხარ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტი და მიგაჩნია, რომ ხარ ენერგიული, კრეატიული და მოტივირებული, მაშინ შენ გეძლევა შანსი, გახდე სეუ-ს დიპლომატთა კლუბის წევრი.

SEU-ს დიპლომატთა კლუბი ეხმარება სტუდენტებს, გაიღრმაონ თავიანთი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მიმართულებით. კლუბის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, დებატების, საჯარო დისკუსიების, მოდელირებების, საჯარო ლექციებისა და  ტრენინგების დაგეგმვა-განხორციელებას   და უზრუნველჰყოფს მათში სტუდენტების მუდმივ ჩართულობას.

თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კომპონენტს და მზად ხარ, შეუერთდე SEU-ს დიპლომატთა კლუბს, მაშინ შეავსე აპლიკაცია:https://bit.ly/35f7uYG 

კლუბის წევრების მიღების პროცესი იყოფა ორ ეტაპად:

  • აპლიკაციის მიღება
  • გასაუბრება

კლუბის მიერ განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შესახებ, დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე. https://bit.ly/3eQjEun

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დიპლომატთა კლუბს:

SEU-ს დიპლომატთა კლუბი გისურვებთ წარმატებას!

Message body empty