თუ ხარ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და მიგაჩნია, რომ ხარ ენერგიული, კრეატიული და მოტივირებული, მაშინ შენ გეძლევა შანსი, გახდე სეუ-ს იურისტთა კლუბის წევრი.
SEU-ს იურისტთა კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს აქტიურ და ხელმისაწვდომ სტუდენტურ ცხოვრებას სხვადასხვა მიმართულების პროექტების შეთავაზებით. კლუბის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, დებატების, მოდელირებების, საჯარო ლექციებისა და ტრენინგების დაგეგმვა-განხორციელებას. კლუბი აგრეთვე ორიენტირებულია მიაწოდოს ინფორმაცია იურიდიული ფაკულტეტის მიმართულების სტუდენტებს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ამ მიზნით იურისტთა კლუბი აცხადებს წევრთა მიღებას.
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს.
თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კომპონენტს და მზად ხარ შეუერთდე SEU-ს იურისტთა კლუბს, მაშინ შეავსე აპლიკაცია:
წევრების მიღება იყოფა ორ ეტაპად:
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 23 ნოემბრის 18:00 სათამდე.
კლუბის მიერ განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შესახებ, დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე: https://bit.ly/3nwTIHf
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იურისტთა კლუბს:
ტელ: 2 90 00 00 (27)
ელ-ფოსტა: [email protected]