სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აცხადებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის

20 ნოემბერი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის.

საგრანტო კონკურსის ფარგლები, მიზნები და პრიორიტეტები:

კვლევის  ან/და კვლევის განვითარებისათვის მოსამზადებელი გრანტები:

  • სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების წამოწყება და წინადადებების მომზადება, ახალი იდეების შემუშავება და განვითარება, ინოვაციური წინადადებების შედგენა და კონცეფციის შემუშავება;
  • საპილოტე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების წამოწყება, სამომავლოდ გარე კვლევითი გრანტების წარმატებით მოძიებისთვის; 
  • საზოგადოებრივ და კერძო სექტორში მოღვაწე პრაქტიკოსებთან, კრეატიულ ინდუსტრიებთან თანამშრომლობითი-სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და შემუშავება.


სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების მხადამჭერი გრანტები:

  • სამეცნიერო განვითარების ღონისძიებები, მათ შორის მოკლევადიანი სამეცნიერო ვიზიტები სხვა უნივერსიტეტებში, ან კვლევით ინსტიტუტებში საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ასევე,  პარტნიორ  უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტებთან საერთო პროექტების  წარმოება  და ე.წ. ინდუსტრიული სტიპენდიები (industrial fellowship);
  • კვლევის შედეგების გავრცელება,  ჟურნალებისა და  მონოგრაფიების გამოქვეყნების  დაფინანსება/თანადაფინანსება. აგრეთვე  კვლევითი უნარების განმავითარებელი ტრენინგები  მკვლევარების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.;
  • სამეცნიერო ღონისძიებებზე დასწრება, ტრენინგებისა და სემინარების გამართვა, რომელიც მიზნად ისახავს  უნარების გაუმჯობესებას წარმატებული საპროექტო განაცხადების მომზადებაში, გრანტების განკარგვისა და ანგარიშგების მენეჯმენტში;
  • ინტელექტუალური საკუთრების შედეგების მომზადება, მათი სავარაუდო დაპატენტება და  კომერციალიზაცია;
  • კვლევის შედეგების გავრცელება ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის გზით.


საგრანტო
კონკურსის პირობები:

  • პროექტის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება შეუძლია მხოლოდ სეუ-ს აფილირებულ  პროფესორს.
  • შესაძლებელია, პროექტის გუნდში ჩაერთოს აფილირებული, აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე სეუ–ს მაგისტრატურის სტუდენტები და გარე ექსპერტები.
  • პროექტში ჩართული გარე ექსპერტები, შეიძლება იყვნენ უცხოეთიდან  მოწვეული, ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან მოწვეული თანამშრომლები, როგორც კერძო, ასევე სამთავრობო და სამოქალაქო სექტორიდან. დასაშვებია, რომ კვლევითი გრანტების მიმღები კვლევითი გუნდის პერსონალის მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ გარე ექსპერტები/გარე პერსონალი.
  • საგრანტო განაცხადი და კვლევა უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო მიმართულებებსა და უმაღლესი განათლების განვითარების პრიორიტეტებს.
  • კვლევითი პროექტი უნდა შესრულდეს და მისი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის სახელით, ერთობლივი პროექტი - უნივერსიტეტის სახელის გამოყენებით.
  • კვლევის შინაარსი უნდა წარმოადგენდეს სიახლეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცისათვის და არ უნდა იმეორებდეს უკვე შესრულებულ კვლევის/გამოცემების შინაარსს.
  • აუცილებელია კვლევაში რელევანტური, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების ადექვატური წყაროებისა და კვლევის მეთოდების გამოყენება.
  • საჭიროების შემთხვევაში, საგრანტო განაცხადის ავტორს განაცხადის შეტანამდე შეთანხმებული უნდა ქონდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესაბამის მფლობელებთან ამ უფლებების შემცველი წყაროების გამოყენების საკითხი.
  • საგრანტო განაცხადის წარდგენიდან კვლევის დასრულებამდე პროექტის ყველა მონაწილეზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტები.


ბიუჯეტი, ხანგრძლივობა, ვადები და ხარჯების სახეები:

  • კვლევისა ან/და კვლევის განვითარებისათვის მოსამზადებელი გრანტების ბიუჯეტი: თითოეული პროქტების მაქსიმალური წლიური ბიუჯეტია 30 000 ლარი. 
  • სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების მხადამჭერი გრანტების ბიუჯეტი: თითოეული პროქტების მაქსიმალური წლიური ბიუჯეტია 5 000 ლარი. 
  • ხანგრძლივობა: პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა არის 3 წელი.
  • ვადები: პროექტის განხორციელება უნდა იწყებოდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან და სრულდებოდეს არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბერს.
  • ხარჯები: მოთხოვნილი შესაძლოა იყოს შემდეგი სახის ხარჯები: პერსონალის ხარჯები - ჰონორარი, მგზავრობა და საყოფაცხოვრებო ხარჯები, ადმინისტრაციული და ლაბორატორიული მოწყობილობები, ბეჭდვის, დაკაბადონების, პროექტის პოპულარიზაციის და სხვა საჭირო მომსახურება.


საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადები: 

  • საგრანტო განაცხადები მიიღება 2020 წლის 19  ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე.
  • საგრანტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფომებით, რომელიც ითვალისწინბს შემდეგ კრიტერიუმებს: 
  • პროექტის დასაბუთება და საფუძველი: კვლევის სფეროში არსებული ვითარების აღწერა, წარსული და მიმდინარე საქმიანობა, დამატებითი პროექტების მიმოხილვა,  ადგილობრივად განხორციელებული მსგავსი პროექტების.
  • პროექტის ზეგავლენა:  გავლენა საზოგადოებრივ გამოწვევებზე და შესაბამის დარგზე, მიზნობრივი ჯგუფები და მათი საჭიროებები, პროექტის შედეგების პოპულარიზაცია და გავრცელება;
  • პროექტის სამუშაო გეგმა: საქმიანობის აღწერა, მოსალოდნელი ღონისძიებები და შედეგები, გუნდის წევრების ექსპერტიზა, საჭირო ინფრასტრუქტურა და მისი ხელმისაწვდომობა, პროექტის რისკები და რისკების შემამსუბუქებელი ღონისძიებები;
  • ბიუჯეტის შეთავაზება ხარჯების დასაბუთებით; დაფინანსების შესაძლო წყაროები და შესაძლო დახმარებები სხვა წყაროებიდან;
  • კვლევითი გუნდის წევრების ავტობიოგრაფიები (პუბლიკაციებით). a
  •  

იხ. განაცხადის ფორმები  აპლიკაცია 1. აპლიკაცია 2. აპლიკაცია 3.

  • საგრანტო განაცხადი განიხილება შესაბამისი კომისიის ჩართულობით, განაცხადის წარმოდგენის ვადის გასვლიდან 15 დღის ვადაში.
  • კონკურსის შედეგები შესაბამისი ვადების ამოწურვის შემდეგ, გამოქვეყნდება სეუ-ს ვებ. გვერდზე.


საგრანტო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელეტრონული სახით შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის საგრანტო განაცხადის ფორმის შესაბამისად.

Message body empty