სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერა მიიღო

04 დეკემბერი, 2020
SEU მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გლობალურ პროგრამას "მიგრაცია და დიასპორა", ნათია გუგუნაშვილის  და SEU-ს მხარდაჭერისთვის.
 
ნათია გუგუნაშვილი, სულ რამდენიმე თვეა, რაც SEU-ს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მართვის მენეჯერია.
პროგრამა “მიგრაცია და დიასპორა" მიზნად ისახავს გერმანიაში განათლებამიღებული ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომ მათ შეძლონ გერმანიაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ქართული საზოგადოებისათვის გაზიარება და თავიანთი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.
ნათიას 2016 წელს კიოლნის უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, ხოლო 2019 წელს გახდა პოტსდამის უნივერსიტეტის ეროვნული და საერთაშორისო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის მაგისტრი.
გარდა ამისა, ნათიამ გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტში კვლევითი მუშაობის საინტერესო გამოცდილება დააგროვა, რამელსაც ის SEU-ს გუნდს უზიარებს.
Message body empty