სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ ლექციათა კვირეული - „პროფესია ჟურნალისტი“

29 დეკემბერი, 2020

21 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა ონლაინ ლექციათა კვირეულს „პროფესია - ჟურნალისტი“. კვირეული მიზნად ისახავდა აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ცოდნის ამაღლებას ჟურნალისტიკის სფეროში მიმდინარე ცვლილებების და გამოწვევების, პროფესიული სტანდარტების, მედიაინდუსტრიაში საქმიანობისთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარების შესახებ.

განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • სპორტის ჟურნალისტიკა - ქართული სპორტის ჟურნალისტიკის გენეზისი და განვითარების ეტაპების მნიშვნელოვანი ასპექტები
  • ინფორმაცია ღია მონაცემებიდან რა გამოწვევების წინაშე დგას ტელეჟურნალისტი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში
  • რა არის კულტურა, ცოცხალი ტექსტი, რამდენად მიემართება ერთმანეთს კულტურული ტრადიცია, თანამედროვე თემატიკა და ინტერპრეტაცია ბავშვთა საკითხების გაშუქება კრიზისული სიტუაციების გაშუქება
  • სპიკერებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნულ თემებზე, პასუხი გასცეს დამსწრე აუდიტორიისთვის საინტერესო კითხვებს.

კვირეულს ორგანიზება გაუწია SEU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა და SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთან ურთოერთობის სამსახურმა.

Message body empty