სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვებინარი: „სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები მკვლევარებისთვის“

25 იანვარი, 2021

სეუ-ში, 25 იანვარს, გაიმართა ვებინარი თემაზე: „სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები მკვლევარებისთვის“

ვებინარში მონაწილეობდა 90-მდე ქართველი მკვლევარი 20-ზე მეტი ქართული და უცხოური უნივერსიტეტიდან.

ვებინარი გახსნა სეუ-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ანა ფირცხალაშვილმა. ვებინარი უძღვებოდნენ ნათია გუგუნაშვილი, ანა ცეცხლაძე და სალომე ჯელაძე.

ვებინარის მიზანი იყო აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, და ახალგაზრდა მკლევერიებისთვის გაეზიარებინებით ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში მათი ცნობადობის ამაღლების თაობაზე.

ვებინარზე განიხილეს მკვლევარის სამეცნიერო პროფილის სახეები და მათი შექმნა, ბიბლიოგრაფიული  მენეჯერები; ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი doi, სამეცნიერო გრანტების მოპოვების შესაძლებლობები, მსმენელებისთვის ასევე, გაზიარებულ იქნა მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების მოძიების ტექნიკა, სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობები იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში.

ვებინარზე ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელიც საჭიროა სამეცნიერო სტატიის საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

მსმენელებს ინფორმაცია მიეწოდათ ცნობადი და ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზების შესახებ.

Message body empty