სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ “იბერიას” ონლაინ პრეზენტაცია SEU-ში

27 იანვარი, 2021

26 იანვარს, SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ "იბერიას" ონლაინ პრეზენტაცია. ცენტრის SEU-ში დაფუძნების აღსანიშნავად მოწვეული იყო სპეციალური სტუმარი, მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც ცენტრის "იბერია" და ესპანური ენის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა სტუდენტებს.

ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი "იბერია" SEU-ს სტუდენტებს სთავაზობს ესპანური ენის კურსებს, რომელსაც ცენტრის ქართველი და ესპანელი პედაგოგები უძღვებიან.
წლის ბოლოს ყველაზე წარმატებული სტუდენტი გაემგზავრება ესპანეთში, რომლის დახვედრას ცენტრის ესპანელი წარმომადგლები უზრუნველყოფენ სპეციალურად მასზე მორგებულ ერთ კვირიანი პროგრამით. სტუდენტის ესპანეთში ყოფნა ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ „იბერიის“ მიერ არის დაფინანსებული, (დახვედრა, დაბინავება, კვება) სტუდენტი იხდის მხოლოდ მზგავრობის ხარჯებს.

ცენტრის სტუდენტებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ სტუმარი სტუდენტის სტატუსით ცენტრის პარტნიორ ესპანურ უნივერსიტეტებში ან გაიარონ პრაქტიკები ესპანეთში.