სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ორგანიზებული შეხვედრა უმაღლეს საგანმანათელბლო დაწესებულებებთან

28 იანვარი, 2021

28 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შედგა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ორგანიზებული შეხვედრა უმაღლეს საგანმანათელბლო დაწესებულებებთან. დისტანციურ შეხვადრაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წარმოადგინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს კი სახელმწიფო ინპექტორმა ქალბატონმა ლონდა თოლორაიამ და სეუ-ს ვიცე-რექტომა სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ქალბატონმა ანა ფირცხალაშვილმა, დაასახელეს ესეების კონკურსში გამარჯვებულები:

• ნატა სუხაშვილი (SEU) – დისტანციური სწავლების დროს სკოლის მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვა;
• თამარ ვარდიაშვილი (თსუ) – Covid-19-ის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვა;
• მარიამ ჭიკაძე (თსუ) - Covid-19-ის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვა;
• თამარ ფაჩულია (თსუ) - არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით ბატონი გოდერძი ბუჩაშვილი და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი თეა ჯუღელი.

სტუდენტთა დაჯილდოვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე გამოცხადებული ესეების კონკურსის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო. კონკურსში 59-მა დაინტერესებულმა სტუდენტმა წარმოადგინა ესე, რომელთაგან ორმხრივი კომისიის მიერ კონფერენციისთვის 12 საუკეთესო იქნა შერჩეული. კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა მოხსენება სეუ-ს მიერ ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოიცემა, ხოლო დასახელებული 4 საუკეთესო ესეს ავტორი, 2-თვიან სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაივლიან.

ვულოცავთ სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს ნატა სუხაშვილი კონკურსში გამარჯვებას. ვუსურვებთ მას წარმატებას და მომავალ კარიერულ წინსვლას!