საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:
რინიტი განისაზღვრება, როგორც ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ის ვლინდება 200 მილიონზე მეტ ინდივიდში მსოფლიოში, რაც აწევს ტვირთით საზოგადოებას და მოთხოვს უზარმაზარ ხარჯებს სამედიცინო მკურნალობისა და თერაპიისთვის.
ვაზომოტორული რინიტი არის ქრონიკული არაალერგიული რინიტის ფორმა, რომელიც, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა ხშირია COVID-19-ის გადატანის შემდეგ, თუმცა, კვლევები ამ მიმართულებით ლიტერატურაში ვერ მოიძებნება.
ლიტერატურის წყაროები მეტყველებენ იმის შესახებ, რომ კლასიკური ანთებითი მარკერების შესწავლა არ იძლევა საშუალებას მოვახდინოთ იდენტიფიკაცია ვაზომოტორული რენიტით დაავადებულების ჯანმრთელი პირებისაგან. აზოტის ჟანგი (NO) სხვადასხვა ბიოლოგიური მექანიზმების პროცესების მნიშვნელოვანი მედიატორია, რომელიც მონაწილეობს იმუნური და ანთებითი პოცესების მართვაში. NO გამოვლენილია ადამიანების ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში და კლინიკური კვლევები ადასტურებენ მისი გამოყენების შესაძლებლობას ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების სადიაგნოსტიკო მარკერის როლში.
კვლევის მიზანი: ვაზომოტორული რინიტის დროს COVID-19 ინფექციის გადატანილ და COVID–19 ინფექციისგან თავისუფალ პაციენტებში და შევაფასოთ ადგილობრივი ანტიჰისტამინური პრეპარატის პალადა NS-ის ეფექტურობა ორივე ჯგუფის პაციენტებში ნაზალური ღრუს ინსტრუმენტული გამოკვლევებისა (ენდოსკოპიური, რინომონომეტრია), მორფოლოგიური (ნაზალური ნაცხი ეოზინოფილიაზე) და ანთების მარკერის (NO) შეფასების საფუძველზე.
კვლევა ჩატარდება 50 მოხალისე (18-დან 65 წლამდე ასაკით) (I ჯგუფი - პრაქტიკულად ჯანმრთელი; II ჯგუფი - ვაზომოტორული რინიტით დაავადებული, რომლებსაც არ აქვთ გადატანილი COVID-19; III ჯგუფი - ვაზომოტორული რინიტით დაავადებული, როლებმაც გადაიტანეს COVID-19 ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ვაზომოტორული რინიტით დაავადებულ პაციენტებს ჩაუტარდებათ მკურნალობა პალადა NS-ით 2 შესხურება 2 ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.
ჩატარებული კვლევის შედეგად დაზუსტდება ვაზომოტორული რინიტის პათოგენეზის თავისებურებები COVID–19 გადატანილ და COVID–19-ის გარეშე პაციენტებში, შეფასდება ადგილობრივი ინტრანაზალური ანტიჰისტამინური სპრეის ეფექტურობა. COVID–19 გადატანილ და COVID–19-ის გარეშე პაციენტებში, გაიცემა რეკომენდაციემი დაავადების მართვის შესახებ.
აღნიშნულ კვლევით პროქტში სეუ-ს პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს ფიზიოლოგიის ინსტიტუტი.
პროექტი წარმოადგენს 11 თვეზე გადანაწილებულ ინტერდისციპლინური აქტივობების კომპლექსს, რომლის მიზანია ბიზნესის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ტურიზმის და სხვა მომიჯნავე დარგის წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, სამართლის და ბიზნესის წრეების დაახლოება, ბიზნესის წინაშე არსებული სამართლებრივი შინაარსის გამოწვევების იდენტიფიცირება, ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელების გზით ინტელექტუალური რესურსის შექმნა და მათი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის. ამასთან, სეუ-ს და პროექტში ჩართულ ინსტიტუციებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის განვითარება, სეუ-ს ახალ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა და უნივერსიტეტის შესახებ ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება.
პრობლემა, რომლის გადაჭრასაც პროექტი ისახავს მიზნად, შემდეგია:
ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის და სტუდენტების აქტივობა ბიზნეს სამართლის მიმართულებით მინიმალურია და მისი უაღრესად დიდი მნიშვნელობისა და საჭიროებიდან გამომდინარე გაძლიერებას საჭიროებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი სამეცნიერო აქტივობები, კერძოდ:
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა PR აქტივობები და ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე პარტნიორების მოძიება შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივით.
პროექტის პარტნიორები არიან ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, მათ შორის „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა).
ეს კურსი მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევითი პროექტის საგრანტო განაცხადის მომზადებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას, რათა შემდგომ მკვლევარებმა შეძლონ მოამზადონ მიმზიდველი, მაღალი ხარისხის და წარმატებული წინადადებები.
ტრენინგის შინაარსი აგებულია ისე, რომ მოიცავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც აუცილებელია სწორად აგებული საგრანტო განაცხადისათვის. ეს მოიცავს დაგეგმვას, საგრანტო განაცხადის წერას, წერის სტრუქტურასა და სტილს, ასევე, პარტნიორობის, ბიუჯეტის შემუშავებას.
კურსი ინტერაქტიულია და მოზრდილთა სწავლების თანამედროვე პრინციპებს, პრაქტიკული სამუშაოებისა და სტრუქტურირებული დისკუსიის კომბინაციას.
ამ კურსის დასრულების შედეგად, მონაწილეები უკეთესად შეძლებენ წარმატებული სამეცნიერო კვლევითი საპროექტო განაცხადის შედგენას და წარდგენას დაფინანსების მოსაპოვებლად.
პროექტი მიზნად ისახავს სრულყოფილი და მეცნიერულად დამუშავებული კომპლექსური ნაშრომის შექმნას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ამ სფეროში მოღვაწე ლექტორებისთვის, მეცნიერებისთვის და პრაქტიკოსი იურისტებისთვის. ნაშრომის შექმნის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს სისტემური ცოდნა შემდეგ ძირითად თემებზე: საკონსტიტუციო კონტროლის არსი, მოდელები და განვითარება; საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი სტატუსი და ორგანიზაცია; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები; საკონსტიტუციო სამართალწარმოება, მისი პრინციპები და ეტაპები; საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები, მათი შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ნაშრომმა უნდა გამოუმუშაოს სტუდენტს კონსტიტუციური სარჩელის წარდგინების, სასამართლოს მეგობრის (ამიკუსის) პოზიციის, საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების შედგენისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებისთვის აუცილებელი სხვა პრაქტიკული უნარები.
კონკურსი გამოცხადდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი სეუ-სა და ლაზარსკის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის არსებული „ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ჯგუფის“ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროპული ინტეგრაციის თემაზე სამეცნიერო დებატების განვითარებაში წვლილის შეტანას. კონკურსის სამ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო, ხოლო შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში "სეუ და მეცნიერება" ან ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში "ეკონომიკა და პოლიტიკური აზროვნება".
მთავრობის მიერ მუდმივი აგროკულტურების დანერგვის პროცესში ინვესტირება მიჩნეულია, როგორც ძლიერი მექანიზმი აგროკულტურაში გრძელვადიანი ზრდის წასახალისებლად. სტატიაში განხილული და გაანალიზებულია პროექტის „დარგე მომავალი“ გავლენა საქართველოში. პროექტი უზრუნველყოფს მუდმივი აგროკულტურების დანერგვის პროცესში დაფინანსებას პოტენციური ბენეფიციარებისთვის. ანალიზისთვის გამოყენებულ იქნა ხუთი კრიტერიუმი: რელევანტურობა, ეფექტურობა, ეფექტიანობა, გავლენა და მდგრადობა.
სეუ-ს ფინანსურად მხარს უჭერს აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებას მარალრეიტინგულ პოლონურ სამეცნიერო ჟურნალში.