სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ სტატიების მიღება დაიწყო

10 თებერვალი, 2021

ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ გამოიცემა წელიწადში ორჯერ. იგი მიზნად ისახავს სოციალური მეცნიერებების დარგისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას. ჟურნალი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს, წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით: 

  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • ადმინისტრირება და მართვა
  • ფსიქოლოგია
  • პოლიტიკის მეცნიერებები
  • ჟურნალისტიკა

ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები და ანტიპლაგიატის ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ ექვემდებარება სავალდებულო რეცენზირებას (peer review) 

ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა. ჟურნალში განთავსებულ თითოეულ ნაშრომს იდენტიფიცირებისთვის მიენიჭება უნიკალური კოდი DOI (Digital Object Identifier - ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი). საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს.

ჟურნალი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს 2 ენაზე.

სეუ-ს აფილირებული პროფესორებისთვის უზრუნველყოფილია სტატიის თარგმნა ინგლისურ ენაზე. (სხვა შემთხვევაში, შეთავაზებული იქნება თარჯიმნის ფასიანი მომსახურეობა) ნაშრომის შესრულების სტანდარტები იხილეთ ბმულზე:
ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე:  [email protected]

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 26 მარტი

Message body empty