სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

12 თებერვალი, 2021

სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მომართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი. 

მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ მომზადებულ დასკვნას და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე.

სტუდენტი ვალდებულია, უნივერსიტეტში მოსვლისას იქონიოს პირბადე და დაიცვას უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია). წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი რეგისტრაციაზე არ დაიშვება.

Message body empty