SEU-ს სტუდენტბისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!
25 თებერვალი, 2021
თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება საერთაშორისო პროგრამების - “ერასმუს+ ახალგაზრდებისთვის“ და "ევროპის სოლიდარობის კორპუსი” ფარგლებში თბილისში მცხოვრები 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამას იწყებს.
- პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ 60-ზე მეტი ორგანიზაციის მუშაობაში, გაიზიარონ საერთაშორისო მოხალისეობრივი საქმიანობის პრაქტიკა, განავითარონ ახალი უნარები სხვადასხვა სფეროში, გაიუმჯებესონ უცხო ენების ცოდნის დონე, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას და შეიძინონ ახალი მეგობრები ;
- დაინტერესებულმა პირებმა 27 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Lg7kvj7ZiojqdniD7
შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობა უფასოა;
(ზოგადი ინფორმაცია ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის შესახებ : http://bit.ly/3tobOiA)
- დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: [email protected], ან დაგვიკავშირდით: +995 (32) 2 90 00 00 /27;
გისურვებთ წარმატებებს!