სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

წიგნის პრეზენტაცია - სასჯელის დანიშვნის ზოგიერთი საკითხი (სასამართლო პრაქტიკის ანალიზი)

26 თებერვალი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში სეუ ამა წლის 25 თებერვალს გაიმართა პროფესორი იოსებ ვარძელაშვილის წიგნის სასჯელის დანიშვნის ზოგიერთი საკითხი (სასამართლო პრაქტიკის ანალიზი) პრეზენტაცია.

სასჯელის დანიშვნის საკითხი ძალზედ აქტუალურია სისხლის სამართალში როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. სასამართლო პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ ძირითადი ხარვეზები სასჯელის დანიშვნასთან მიმართებით გვხვდება. ნაშრომში სასჯელის დანიშვნის საკითხი განხილულია სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

კვლევა ძირითადად განკუთვნილია მოსამართლეებისთვის, თუმცა, ნაშრომი არანაკლებ მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო სწავლების პროცესშიც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსამართლეები, უნიევრსიტეტის პროფესორები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

ღონისძიება ჩატარდა კოვიდ 19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით.

Message body empty