სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვებინარი - „თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ენა, სტილი, თემები, წერის მანერა"

24 მარტი, 2021

23 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ონლაინ კვირეულის "თანამედროვე მედია" ფარგლებში უმასპინძლა გახსნით ლექციას სახელწოდებით „თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ენა, სტილი, თემები, წერის მანერა".

ვებინარს უძღვებოდა ბაჩო კვირტია - პროზაიკოსი, დრამატურგი და სცენარისტი, სტილისტ-რედაქტორი (ჟურნალები - OK! და "ანტრეპრენერი").

სპიკერმა ბაჩო კვირტიმ ისაუბრა ჟურნალისტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საკუთარ გამოცდილებაზე, ჟურნალისტის პიროვნულ თუ პროფესიულ თავისებურებებზე, რედაქტორის როლსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვებინარი გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა - პროფესორმა თინათინ ზაქარაშვილმა. შეხვედრას აგრეთვე, ესწრებოდნენ სტუდენტები და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტები.

 

Message body empty