სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

2021 წლის 25 მარტს გაიმართა SEU-ს კურსდამთავრებულთა კლუბის ბორდის შეხვედრა

26 მარტი, 2021

შეხვედრას ესწრებოდნენ SEU-ს კურდამთავრებულთა კლუბის თავმჯდომარე, ბორდის წევრები, ასევე, შეხვედრას ესწრებოდა SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის  სამსახურის ხელმძღვანელი.

სხდომას თავმჯდომარეობდა კლუბის თავმჯდომარე გიორგი თედორაშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს დებულებით გათვალისწინებული არსებული და მიმდინარე საკითხები, ბორდის წევრებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, განისაზღვრა კლუბის უახლოვესი სამოქმედო გეგმები.

ბორდის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და გამოთქვეს მზაობა SEU-ს კურსდამთავრებულთა ხელშეწყობასა და მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში დახმარებისა.

თავის მხრივ, კლუბს სრული თანადგომა აღუთქვა უნივერსიტეტის სახელით SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის  სამსახურის ხელმძღვანელმა.