სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე განათლების ადმინისტრირების მიმართულებით

26 მარტი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე განათლების ადმინისტრირების მიმართულებით.

საკონკურსო ვაკანსიები:

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.


პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი/ სილაბუსების წარმოდგენა.


დამატებითი კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების ცოდნა;


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
  • კონკურსანტის ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია - კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია დიპლომს თან ერთვოდეს აღიარების დოკუმენტი),უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუსი/სილაბუსები;
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;


კონკურსის ეტაპები:
1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)
2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.


კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის 26 მარტიდან.
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 27 აპრილიდან 2021 წლის 29 აპრილის ჩათვლით.
  • კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2021 წლის 7 მაისს.
  • კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2021 წლის 10-11 მაისს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
  • კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2021 წლის 12 მაისს
  • სააპელაციო განაცხადები მიიღება 2021 წლის 13 მისის ჩათვლით.
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2021 წლის 14 მაისს.
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 17 მაისს.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელფოსტა: [email protected] ტელ: 2 90 00 00 შიდა 21.

საკონკურსო ანკეტა

აკადემიურ პერსონალის საკონკურსო განცხადება

Message body empty