სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში, 2 აპრილს, გაიმართა ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის

03 აპრილი, 2021

შეხვედრაზე SEU-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა, ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილმა, ვიცე-რექტორმა აკადემიური მიმართულებით გიორგი ღავთაძემ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თეა ჯუღელმა, მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა თენგიზ თაქთაქიშვილმა, ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელმა რუსუდან ბერიაშვილმა, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ეკა შიშინაშვილმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ლაბუჩიძემ აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს SEU-ს საბაკალავრო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური შეთავაზებებისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

აბიტურიენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები ყველა მათთვის მნიშვნელოვან კითხვაზე და დაათვალიერეს SEU-ს ინფრასტრუქტურა.
შეხვედრა გაიმართა COVID-19-თან დაკავშირებული ყველა წესისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით.

SEU-ში კვლავ იგეგმება მსგავსი ტიპის შეხვედრები აბიტურიენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

#აირჩიე152
#გაუსწარიდროს

Message body empty