სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჩატარდა SEU-ს ინგლისური ენის მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის

06 აპრილი, 2021

5 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ინიციატივით ჩატარდა ინგლისური ენის მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის.

მასტერკლასს წარუძღვა ნინო ჩიქოვანი - SEU-ს უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი.

აბიტურიენტები გაეცნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების (ინგლისურ ენაში) სპეციფიკას და გასათვალიწინებელ საკითხებს, ესეს და წერილის წერას, დავალების შესრულების ტექნიკებს, როგორებიცაა მოცულობითი მასალის გაცნობა და დაძლევა მოკლე დროში.

მასტერკლასი გაიმართა ინტერაქციის რეჟიმში, აბიტურიენტებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.