სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჩატარდა კონფერენცია - “სეუ-ს მოდერნიზაცია - კონტროლიდან განვითარებაზე გადასვლით”

07 აპრილი, 2021

6 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: “სეუ-ს მოდერნიზაცია - კონტროლიდან განვითარებაზე გადასვლით”.

შეხვედრა გახსნა ხარისხის განვითარების საერთაშორისო ექსპერტმა - კატია ზიბერტ კამსეკმა, რომელმაც ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის პარადიგმის ცვლილებაზე უმაღლეს განათლებაში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • სასწავლო პროგრამის თვითშეფასება - ლიანა აფაქიძე (ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი)
  • უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილებების წარმატებული პრაქტიკა - სანდრო გიუნაშვილი (საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
  • სასწავლო პროგრამის თვითშეფასება - წარმატებული პრაქტიკა - პაატა შურღაია (ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი)
  • უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილებების წარმატებული პრაქტიკა - ნინო გვინდაძე (პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი)
  • უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილებების წარმატებული პრაქტიკა - ნატა მოსიაშვილი (შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი)
  • უკუკავშირის განახლებული პროცედურების გაცნობა - თამარ რაზმაძე (ანალიზის სამსახურის უფროსი)
  • სასწავლო პროგრამის თვითშეფასება - წარმატებული პრაქტიკა - თინათინ ზაქარაშვილი (ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი)

შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დაინტერესებულმა მხარეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს სპიკერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე.

Message body empty