სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჩატარდა ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია

14 აპრილი, 2021

14 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ანა ფირცხალაშვილმა და ცენტრის ხელმძღვანალმა, ასოც. პროფესორმა ირაკლი სამხარაძემ ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის დანიშნულებაზე,  საერთაშორისო და ეროვნულ სასწავლო და კვლევით დაწესებულებებთან  თანამშრომლობაზე სხვადასხვა ფორმატით; სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე. აგრეთვე, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ცენტრის სტრუქტურა.

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი შეიქნა SEU-ს სამეცნიერო ბაზაზე და მისი მიზნებია:

  • უნივერსიტეტის ჩართულობა კვლევით საქმიანობაში
  • საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა
  • კვლევების პოპულარიზაცია
  • თემატური კვლევითი პროექტების განხორციელება
  • კვლევის შედეგების განზოგადება და გავრცელება
  • საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა
  • ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა და ა.შ.

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი მომავალში აქტიურად იმუშავებს ფინანსური წყაროების მოძიებაზე როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ინსტიტუციურ კვლევით ცენტრებთან, ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანოებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ SEU-ს ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით-   გოდერძი ბუჩაშვილი, ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით - გიორგი ღავთაძე, პროგრამის ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი.

Message body empty