სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორკშოპი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

15 აპრილი, 2021

,,სწავლება-სწავლის მეთოდებისა და შეფასების სისტემის შესაბამისობა სასწავლო კურსის სწავლის შედეგებთან“

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტისა და  მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის ორგანიზებით ჩატარდა ვორკშოპი - ,,სწავლება-სწავლის მეთოდებისა და შეფასების სისტემის შესაბამისობა სასწავლო კურსის სწავლის შედეგებთან“.

ვორკშოპს უძღვებოდა თენგიზ თაქთაქიშვილი - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.

ვორკშოპის ფარგლებში, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან ერთად განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • სასწავლო კურსის ფარგლებში შეფასების სისტემის განვითარება;
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალის ჩართულობა პროგრამის შედეგების
  • შემუშავებაში;
  • შეფასების სისტემასა და სწავლა-სწავლების მეთოდებს შორის კავშირი;
  • სტუდენტებისთვის მისაღები შეფასების მეთოდები;
  • სტუდენტებისთვის მისაღები სწავლა-სწავლების მეთოდები;
  • სტუდენტებისათვის უკუკავშირის მიწოდება (შუალედური და ფინალური გამოცდების
  • შემდეგ);
  • სტუდენტების პროგრესის გასაზომად უნარების საიდენტიფიკაციო კითხვარის
  • გამოყენების ტექნიკა.