სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეიქმნა ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და ტრენინგების ცენტრი

14 აპრილი, 2021

საქართველოს  ეროვნულ  უნივერსიტეტ SEU-ში ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისა და  პროფესორ  ნოდარ სარჯველაძის თაოსნობით შეიქმნა კონსულტირებისა და ტრენინგების ცენტრი, რომელიც  SEU-ს სტუდენტებს მოემსახურება და კონსულტაციას გაუწევს ორი მიმართულებით:

  • სტრესის, შფოთვის, დეპრესიის, ფობიების, სხვადასხვა ქცევითი ან ემოციური დარღვევების, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების, ადამიანებთან დაძაბული ურთიერთობებისა და კონფლიქტების დაძლევა.
  • პიროვნულ ზრდასა და თვითრეალიზაციაში, ფინანსური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დონის ამაღლებაში, წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში, ლიდერული უნარების შემუშავება.

პანდემიის პირობებში კონსულტირებისა და ტრენინგების სესიები ჩატარდება მესინჯერში, ონლაინ რეჟიმში; ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ SEU-ს  301-ე აუდიტორიაში.

მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ წინასწარ.  TEL:  593687810;  577764580;                                                                            

Message body empty