სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სტუდენტების სტატიების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

16 აპრილი, 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ურთიერთთანამშრომლობით სტუდენტურ მოხსენებათა კრებულის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სალომე ბახსოლიანმა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ვიცე-რექტორებმა ანა ფირცხალაშვილმა და გოდერძი ბუჩაშვილმა გახსნეს.

გამომსვლელებმა სტუდენტებს პროექტში წარმატებული მონაწილეობა მიულოცეს და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებით ახალგაზრდების დაინტერესების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა, ასევე ამ სახის სახელმძღვანელოების მნიშვნელობას.

კრებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ესეების კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მიერ მომზადებულ 12 ნაშრომს აერთიანებს. ნაშრომები მომზადებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: დისტანციური სწავლების დროს სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა, დისტანციური სწავლების დროს სკოლის მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვა, COVID-19-ის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალურ მონაცემების დაცვა, COVID-19-ის პანდემიის პირობებში ონლაინ მომსახურებისას პერსონალური მონაცემების დაცვა, COVID-19-ის პანდემიის გავლენა მონაცემთა უსაფრთხოებაზე და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს პროექტის ფარგლებში დამუშავებული თემების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლზე სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ვიცე-რექტორი ანა ფირცხალაშვილი ესაუბრნენ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში სახელმწიფო ინსპექტორმა და სეუ-ს ვიცე-რექტორმა სტუდენტური ესეების კონკურსის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

Message body empty