სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში მარკუს კერბერის საჯარო ლექცია გაიმართა

16 აპრილი, 2021

15 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით მარკუს კერბერის საჯარო ლექცია თემაზე "ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები კორონავირუსის კრიზისის ფონზე"ჩატარდა.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილმა და ირაკლი სამხარაძემ - SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა.

მარკუს კერბერი გახლავთ ბერლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სახელმწიფო ფინანსებისა და პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი, პარიზის უნივერსიტეტის Sciences Po Paris და ბუნდესვერის აკადემიის მოწვეული ლექტორი.

პროფესორი კერბერი პროფესიით იურისტია და მისი საქმიანობა ბერლინს, პარიზს, ბრიუსელს და ლონდონს შორის არის გადანაწილებული. მას სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა ლონდონისა და პარიზის საინვესტიციო ბანკებში.

შეხვედრას დაესწრნენ SEU-ს სტუდენტები, ასევე, დაინტერესებული პირები და მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

ლექცია გაიმართა ზუმის პლატფორმის საშუალებით.