სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საგაზაფხულო სკოლა - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი

19 აპრილი, 2021

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი SEU-ში 2 დღიანი საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა ჩატარდა: "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 150-მდე  სტუდენტმა როგორც საქართველოს, ისე SEU-ს პარტნიორი სხადახვა საერთაშორისო  უნივერსიტეტიდან.

პროექტი SEU-სა და “საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. პირველი დღე, რომელიც NATO-ს მნიშვნელობას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს დაეთმო, გაიხსნა “საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” დირექტორის, თამარა წულეისკირის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორის - გიორგი ღავთაძის მისასალმებელი სიტყვით, სადაც მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მომხსენებლებს შორის იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM)  ხელმძღვანელი, ელჩმი მარეკ შჩიგელი. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა და როლზე ისაუბრა. ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ დავით ნარდაიამ ახალგაზრდებთან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ნატო-ს შესახებ გავრცელებულ ძირითად მითებზე ისაუბრა.

მომხსენელბეს შორის ასევე იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის შესახებ, ხოლო სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი საქართველოსთვის კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა ისაუბრა ანტი დასავლურ პროპაგანდაზე და  დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების ცოდნის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

SEU-ს პროფესორებმა ნინო ოხანშვილმა, თორნიკე შურღულაიამ და ვახტანგ მაისაიამ გააკეთეს მოხსენებები ისეთ თემებზე როგორიცაა: ნატო-ს შექმნის ძირითადი საფუძვლები, ნატო-ს ისტორია და განვითარების ეტაპები, ნატო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჭრილში, შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილება და ნატოს სტრატეგიული კონცეფცია და სხვ.

გელა ცაავამ და ვახტანგ მაისაიამ ისაუბრეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა და კავკასია - კასპიისპირეთის რეგიონალური უსაფრთხოება, ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს გზა ევროპისკენ.

Message body empty