სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში VEF Global

19 აპრილი, 2021

16-17 აპრილს, SEU-მ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში VEF Global. გამოფენაში რომელიც ონლაინ ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები და სააგენტოები. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა B2B და ინდივიდუალური შეხვედრები აბიტურიენტებთან. 

2 დღის განმავლობაში დაინტერესებულ მხარეებს შორის მოხდა ინფორმაციის გაზიარება და საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა, რაც SEU-ს ინგლისურენოვანი პროგრამების შემდგომ ინტერნაციონალიზაციას და სტუდენტების კონტიგენტის გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.

SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა მაკა კუჭავამ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და მოხსენება გააკეთა საქართველოში სწავლის პერსპექტივების  და SEU-ს შესაძლებლობების შესახებ.