სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა

განრიგი

დაწყების თარიღი:

15 ნოემბერი, 2019

ტრეინინგის პერიოდულობა:

დამთავრების თარიღი:

08 დეკემბერი, 2019

მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე.

დარეგისტრირდი

გადაწყვეტილება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელების შესახებ

შრომის უსართხოების სპეციალისტის პროგრამა შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების ,,შრომის უსაფრთოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად. 

სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. აღნიშნული სერტიფიკატის მქონე პირს შეუძლია, დასაქმდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე დაიშვება 18 წლის ასაკის მქონე პირი, რომელსაც აქვს საშუალო განათლება.
 

სწავლის შედეგები: 

მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

  • აქვს სპეციალური ცოდნა შრომის  უსაფრთხოების სფეროში;
  • იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
  • შეუძლია, შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  საფრთხეები და რისკები;
  • შეუძლია, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ტრენინგის განრიგი:

  • ტრენინგის დასაწყისი: 15 ნოემბერი;
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 ნოემბერიდან 8 დეკემბრის ჩათვლით.
     

საფასური და რეგისტრაცია:

ერთი ორგანიზაციიდან ან ოჯახიდან 2 ან მეტი წარმომადგენლის  შემთხევაში მოქმედებს შემდეგი ფასდაკლება:

  • 2300 ლარი - 2 მსმენელი (1150 ₾-1კაცი)
  • 3300 ლარი - 3 მსმენელი (1100 ₾-1კაცი)
  • 4200 ლარი - 4 მსმენელი (1050 ₾-1კაცი)
  • 5000 ლარი - 5 მსმენელი (1000 ₾-1 კაცი)

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს ტრენინგის დაწყებამდე

ტრენერები: კოტე ნანობაშვილი, ირაკლი ამირანაშვილი, თემური გვენეტაძე, ზურაბ პავლიაშვილი, გოჩა მუსელიანი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ბანკი

ა/ნ GE28BG0000000600168600GEL

თემატიკა

შრომის უსაფრთხოების პროგრამის მიზანია,  ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სწორი მართვისთვის.

ტრენინგის ღირებულება

1290 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty