სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჯანლუკა მატაროჩი

ჯანლუკა მატაროჩი

ჯანლუკა მატაროჩი რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის საბანკო საქმის ასოცირებული პროფესორი, ლუის გუიდო კარლის უნივერსიტეტის კორპორატიული ფინანსების ადიუტანტ პროფესორია.

ჯანლუკა მატაროჩის რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის აქტივების მართვის მაგისტრის, საბანკო საქმისა და ფინანსების დოქტორის  ხარისხი აქვს. ჯანლუკა მატაროჩი SEU-ს მოწვეული ლექტორია და ფინანსურ მართვასა და ფინანსური რისკების მენეჯმენტს ასწავლის.

ის ასევე არის ლუისის ბიზნეს სკოლის უძრავი ქონების ფინანსების სამაგისტრო კურსის დირექტორი, რომის ტრე-ს უნივერსიტეტის ურბანული მემკვიდრეობის რესტავრაციისა და უძრავი ქონების ფინანსების სამაგისტრო კურსის ვიცე-დირექტორი და რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის ფაკულტეტის წევრი. ჯანლუკა მატაროჩი აქტივების მართვის, კორპორატიული ფინანსების, საკრედიტო რისკების მართვისა და უძრავი ქონების თემებთან დაკავშირებით უამრავი სტატიისა და წიგნის ავტორია.