სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ლექციათა ციკლი ფინანსური რისკების მენეჯმენტისა და მეწარმეობის საკითხებზე

ლექციათა ციკლი ფინანსური რისკების მენეჯმენტისა და მეწარმეობის საკითხებზე

ტორ ვერგატას უნივერსიტეტის პროფესორმა ჯანლუკა მატაროჩიმ SEU-ს სტუდენტებს ჩაუტარა ლექციათა ციკლი ფინანსური რისკების მენეჯმენტისა და მეწარმეობის საკითხებზე.

ჯანლუკა მატაროჩი რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის საბანკო საქმის ასოცირებული პროფესორი, ლუის გუიდო კარლის უნივერსიტეტის კორპორატიული ფინანსების ადიუტანტ პროფესორი. ამავე უნივერსიტეტში მას აქვს დაცული საბანკო საქმისა და ფინანსების დოქტორის  ხარისხი.  

ის ასევე არის ლუისის ბიზნეს სკოლის უძრავი ქონების ფინანსების სამაგისტრო კურსის დირექტორი. ჯანლუკა მატაროჩი აქტივების მართვის, კორპორატიული ფინანსების, საკრედიტო რისკების მართვისა და უძრავი ქონების თემებთან დაკავშირებული უამრავი სტატიისა და წიგნის ავტორია.

იგი გახლავთ SEU-ს მოწვეული ლექტორი  ფინანსური მართვისა და ფინანსური რისკების მენეჯმენტის მიმართულებით.

Message body empty