რომის Tor Vergata-ს უნივერსიტეტის პროფესორმა და SEU-ს მოწვეულმა - ლექტორმა როკო პალუმბომ SEU-ს სტუდენტებს ჩაუტარა ვებინარი ლექციათა ციკლს ლიდერობისა და ორგანიზაციული მენეჯმენტის საკითხებზე.
როკო პალუმბო (Ph.D) - როკო პალუმბო, ფლობს დოქტორის ხარისხხს ეკონომიკასა და საჯარო სექტორის მენეჯმენტში,მაგისტრის ხარისხს სოციალური მეწარმეობისა და საჯარო სექტორის მენეჯმენში. ის არის უფროსი მკვლევარი და ასისტენტ-პროფესორი ორგანიზაციული ქცევის და თეორიის -,,Tor Vergata’’-უნივერსიტეტში (რომი,იტალია).
ის არის არაერთი სამეცნიერო კვლევის ავტორი, ორგანიზაციების, მათი სტრუქტურის, ორგანიზაციული კომუნიკაციის და ადამიანური რესურსების მართვის შესახებ.