სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ლელა მაჩაიძე

ლელა მაჩაიძე

დამოუკიდებელი ტრენერი, მენტორი და ქოუჩი,  პროექტების მართვის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ლელა არის სერტიფიცირებული პროექტის მართვის პროფესიონალი (PMP), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ბიზნეს ურთიერთობების მენეჯმენტის პროფესიონალი (BRMP) და პროფესიონალი Scrum Master (PSM). ასევე, მას  აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის სერთიფიკატი პროექტების მენეჯმენტში და არის Erickson Coaching International-ის კურსდამთავრებული.

18 წლის განმავლობაში, ლელა სხვადასხვა სექტორში ხელმძღვანელობდა ათობით პროექტს, მონაწილეობდა 320 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინიციატივების მართვაში ქვეყნის მასშტაბით. ის სპეციალიზირებულია პროდუქტის განვითარებაში, ინოვაციური ინიციატივების და კაპიტალური პროექტების განხორციელებაში.

საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების 2500-ზე მეტი მენეჯერისთვის, ლელას ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარებული აქვს პროექტის ოპერაციების, პროექტის მონიტორინგის და კონტროლის, რისკების მართვის და ცვლილებების მართვის 1000-ზე მეტი ტრენინგი.

Message body empty