სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი - სამართალი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 23 მარტი, 2023
ბოლო ვადა 25 აპრილი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი) დასაკავებლად იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგი მიმართულებებით: კერძო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სამართლის ისტორია, სისხლის სამართალი, საჯარო სამართალი და საერთაშორისო სამართალი.


საკონკურსო ვაკანსიები:

  • კერძო სამართლის მიმართულებით პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - 2 ვაკანსია;
  • კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი პროფესიული ნიშნით -1 ვაკანსია;
    სისხლის სამართლის  პროფესორი -1 ვაკანსია;
  • საჯარო სამართლის მიმართულებით პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • საჯარო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით- 1 ვაკანსია;
  • ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • სამართლის ისტორიის მიმართულებით პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - 1 ვაკანსია;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი (აკადემიური / პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით:


პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.


ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სამართლის მიმართულებით წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (იურიდიული განათლების სფეროში სასწავლო კურსებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავების , სამართლის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება );
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
    აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

დამატებითი კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით იხ.დანართი;
  • კონკურსანტის ანკეტა იხ.დანართი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია: კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
  • ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად)
    აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ები);
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კონკურსის ეტაპები:

  • პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება.

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
    კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
  • კონკურსში შერჩეულ პირებს სურვილის შემთხვევაში გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.


კონკურსანტების
შერჩევის პირობები:

  • პირველი ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება.
  • შერჩევის ეტაპზე უპირატესობა მიენიჭებათ აფილირების სურვილის მქონე პირებს.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 23 მარტს;
  • აკადემიური თანამდებობების დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს: 2023 წლის 24 დან 25 აპრილის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2023 წლის 26 აპრილი;
  • კონკურსის მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2023 წლის 27-28 აპრილი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 1 მაისი;
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2023 წლის 2 მაისის ჩათვლით;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2023 წლის 3 მაისი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 4 მაისი.
     

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი  ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected]

ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

აკადემიური კონკურსი - განცხადების ფორმასაკონკურსო ანკეტა

Message body empty