სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასწავლო პრაქტიკა ბიბლუსში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 27 მარტი, 2023
ბოლო ვადა 31 მარტი, 2023

„ბიბლუსი ჯგუფში“ განახლდა სასწავლო პრაქტიკის მონაწილეების მიღება. სასწავლო პრაქტიკის მიზანია პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, კადრების რეზერვის შექმნის ხელშეწყობა .

სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის გავლას შეძლებენ „ბიბლუსი ჯგუფის“ შემდეგ დეპარტამენტებში:

  • ანალიტიკის დეპარტამენტი,
  • შეყიდვები დეპარტამენტი,
  • ფინანსური დეპარტამენტი,
  • მარკეტინგის დეპარტამენტი,
  • კომერციული გაყიდვების დეპარტამენტი.

სასწავლო პრაქტიკა არის ორ თვიანი, არა ანაზღაურებადი, კვირაში სამი დღე, დღეში 4 საათი. სასწავლო პრაქტიკა შედგება ორი ეტაპისგან რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნონ რეზიუმეები მითითებულ ელ-ფოსტაზე [email protected] და subject-ში მიუთითონ რომელ დეპარტამენტში სურთ სასწავლო პრაქტიკის გავლა.

აქვე, გაგაცნობთ რის შესწავლას შეძლებენ სასწავლო პრაქტიკის მონაწილეები დეპარტამენტების მიხედვით.

ანალიტიკის დეპარტამენტი:

· გაეცნობა საცალო გაყიდვების ბიზსნეს მოდელს,

· დაამუშავებს დიდი მოცულობის ბაზას ექსელში და POWER BI-ში,

· გაეცნობა ანალიტიკურ მიდგომებს საცალო და საბითუმო გაყიდვების მიმართულებით,

· საჭირო უნარების გამომუშავება/გაძლიერება ექსელში (რთულ ფორმულებთან მუშაობა, ვრცელი ცხრილების მარტივ და პრეზენტაბელურ რეპორტებად გარდაქმნა).

პეპელა და XS toys მარკეტინგის დეპარტამენტი:

· კამპანიის დაგეგმარება და აღსრულება

· სარეკლამოებთან ურთიერთობა და შეკვეთების განხორციელება

· დაგროვებითი ბარათის ონფორმაციის ანალიზი და მართვა

· მონაწილეობას მიიღებს იდეების გენერირებაში და მათ აღსრულებაში

· შეისწავლის ყველა საჭირო პოს მატერიალების შეკვეთას და კონტროლს.

ბიბლუსის მარკეტინგის დეპარტამენტი:

• გარე თუ შიდა/კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

• ახალი პროდუქტების/მომსახურების შემუშავებაში და მისი ცნობადობის გაზრდაში მონაწილეობის მიღება;

• მონაწილეობა გამოფენებსა და ინდუსტრიებს შორის ღონისძიებებში;

• შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის შეფასება;

• პარტნიორ ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია, შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით;

• მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა, ქსელთან კომუნიკაცია.

შეყიდვების დეპარტამენტი:

• მომწედებლებთან კონტაქტი, მოლაპარაკებების წარმოება

• კატეგორიების ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად პროდუქციის არჩევაში ჩართულობა

• შესყიდვების დაგეგმვა

• პროდუქციის შექმნაში მონაწილეობის მიღება, გრაფიკულ დიზაინერებთან უშუალო კომუნიკაცია

• ფასწარმოქმნის გაკეთება

• მოწოდებული ინვოისების თარგმნა ( ინგლისურიდან ქართულ ენაზე)

• ლოგისტიკაში ჩართულობა

• საბაჟო პროცედურებში ჩართვა

• კატეგორიების ჯგუფის ხელმძღვანელისგან დავალებული ექსელის ფაილების დამუშავება ( მოიცავს რამდენიმე შეკევთის გაერთიანებას, ექსელში ფოტოების ჩასმას).

პროგრამა 1C-სთან მუშაობა:

• ნომენკლატურის დამატება

• ფასის დადგენა

• ფასდაკლების დანიშვნა

• კონკრაგენტების დამატება

• განაწილების პროგრამულად ჩასმა

• შიდა გადაადგილებები

• ზღვრის დადგენა

• წყაროს დადგენა

ფინანსური დეპარტამენტი:

· საწვავის ჩამოწერის პროცედურა.

· შედარებების გაკეთება დებიტორ კრედიტორებთან.

· პროგრამა fina-ში ბუღალტრული ოპერაციების ასახვა

· პროგრამა 1 ც-ში შესყიდვების და გაყდვების ოპერაციების გავლა ,შემოწმება.

· რს.ჯიზე შედარებების გაკეთება.

· საბუთების დალაგება, დაარქივება.

კომერციული გაყიდვების დეპარტამენტი:

• პროდუქტის ფრაის ლისტების დამუშავება;

• ფასდაკლებების და შეთავაზებების დაგეგმვა;

• შეკვეთების ოპერატიულად დაგეგმარება და მიწოდება;

· ელექტრონული კომერციის პლატფორმის გაყიდვების ეფექტურობის გაძლიერება;

• პროდუქტის შეთავაზების მართვა და გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება კომპანიის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად;

• ვებსაიტის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

• ბაზარის კვლევა ახალი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების აღმოსაჩენად ვებსაიტების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;

• შემომავალი რეკვიზიტებისა და მოთხოვნების მოგვარება მომსახურების უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად;

• მენეჯმენტისთვის შესაბამისი ანგარიშებისა და ანალიზის მიწოდება.

Message body empty