სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კომპანია "ROOMBOX" აცხადებს ვაკანსიას  ჯუნიორ პროექტის მენეჯერის პოზიციაზე 

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 12 ივნისი, 2024
ბოლო ვადა 28 ივნისი, 2024

"ROOMBOX" აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან. კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა. 

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://roombox.ge/

  • სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • სამუშაო ლოკაცია: ლილო;
  • ანაზღაურება: 1000 -1500 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;
  • ავტომობილის ცვეთის და საწვავის ხარჯების ანაზღაურება (საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში);
  • ანაზღაურებადი შვებულება: 24 სამუშაო დღე.


რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • განვითარების პერსპექტივას;
  • საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.


თუ ამ ჩამონათვალის კითხვისას საკუთარ თავს ამოიცნობ, სწორედ შენ გვჭირდები:

  • პროექტის/წარმოების დეტალური დაგეგმვა, პროცესებისა და ყველა საჭირო სტრუქტურული ერთეულის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • პროექტის მართვა შეთანხმებული გრაფიკითა და ბიუჯეტით; სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის მომზადება;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და ანალიზი პოტენციური მომწოდებლების გამოსავლენად;
  • მომწოდებელთა ბაზის წარმოება;
  • ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება;
  • მოლაპარაკება და გარიგების ფორმალიზება;
  • მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში;
  • კომპანიის ობიექტების მონიტორინგი; ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან.


გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია  განაცხადის/აპლიკაციის შევსება.

დარეგისტრირდი 

Message body empty