სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ნავიტასი - სოციალური მედია მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 12 ივნისი, 2024
ბოლო ვადა 28 ივნისი, 2024

შპს ნავიტასი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე. 

https://navitas.ge/

შპს ნავიტასი (LTD NAVITAS) დაარსდა 2014 წელს და დღემდე ოფიციალური დისტრიბუტორია Dr.Brown's - ის ბავშვთა პროდუქციის საქართველოში, ასევე ნავიტასის პარტნიორია Sugentech Inc. კორეული ლიდერი, ინოვაციური კომპანია ორსულობის, ოვულაციისა და სხვა ტესტების მიმართულებით.

შპს ნავიტასი თანამშრომლობს 2 უმსხვილეს სააფთიაქო ქსელთან: PSP და GPC

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მედია არხების ადმინისტრირება (Facebook, Instagram, TikTok, Linkedin);
  • ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და დროული რეაგირება;
  • სოციალურ ქსელში გათამაშებების ჩატარება (ფოტოკონკურსი, ვიდეოკონკურსი);
  • სოციალური ქსელის გვერდზე პოსტების რეგულარული განთავსება და კომენტარებზე პასუხის გაცემა;
  • ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
  • შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
  • სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
  • Meta Ads Manager-ში მუშაობის გამოცდილება;
    ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • გამართულად წერის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

გრაფიკი: დისტანციური

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე [email protected]  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

Message body empty